logo
ENG



უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის საკვანძო სოფელი იამპილი აიღეს

30 სექ 202215:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/gsvie0dw4jfp3cy.png
ВСУ

უკრაინულმა ჯარებმა განაცხადეს, რომ მათ აიღეს სოფელი იამპილი დონეცკის აღმოსავლეთში, რომელიც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტია იმისათვის, რომ რუს და პრორუსულ ძალებს ქალაქ ლიმანში ალყა შემოარტყან.

"იამპილი ჩვენია." - აცხადებს უკრაინელი ჯარისკაცი ვიდეოში, რომელიც სოფლის დაკავების შემდეგ გავრცელდა.

ზოგიერთ რუსულ Telegram არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა იამპილი დატოვეს და ლიმანში გადავიდნენ. 

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევა და აიძულეს რუსული ჯარები უკან დაეხიათ ქალაქ ლიმანში." - წერს არხი, სახელად Rybar-ი.

"ლიმანის თავდაცვითი ხაზი შევიწროებულია თავად ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. თუ უახლოეს მომავალში არ განხორციელდება გადაუდებელი ზომები ლიმანის გასათავისუფლებლად, მაშინ ქალაქი თავის დამცველებთან ერთად დაეცემა. და ვერაფერი შეაჩერებს უკრაინულ ფორმირებებს რუსეთის ტერიტორიებზე ღრმა შეტევის განვითარებაში." - აცხადებს Rybar-ი.

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელმა მოგვიანებით აღიარა, რომ იამპილი და ახლომდებარე სოფელი დრობიშევე "არ არის სრულიად" მათი კონტროლის ქვეშ.

დენის პუშლინმა Telegram-ის პოსტში ლიმანის ამბებს "შემაშფოთებელი" უწოდა.

"ჩვენი ბიჭები იბრძვიან, რეზერვებს ვაგროვებთ, უნდა გავძლოთ, მაგრამ მტერმაც სერიოზული ძალები განალაგა."- თქვა პუშლინმა.


close დახურვა